ანორგაზმია ქალებში

woman stressed out_0

სექსუალური განათლების დეფიციტის გამო ქართულ რეალობაში ანორგაზმია უხშირესი პრობლემაა. მის განმაპირობებელ ფაქტორებში შეგვიძლია, დავასახელოთ ჩვენი ფსიქო-სოციალური გარემო, რელიგია, რომელიც მასტურბაციას ცოდვად მიიჩნევს, ჩვენი მშობლები, რომელთათვისაც სექსი-მასტურბაცია-ორგაზმი ტაბუდადებული თემებია და “ჩუმად, ბავშვმა არ გაიგოს!”, ზედმეტად ხელმისაწვდომი, რეალურად არავალიდური და მავნე ინფორმაცია სექსსა და ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებაზე და ამ ყველაფერს დამატებული ჩვენივე, ქალების, შეხედულება, რომ სექსი არაა მთავარი… სულ ბოლოში შეგვიძლია დავასახელოთ ის მიზეზები, რომლებიც შედარებით განვითარებულ ქვეყნებში იწვევს ანორგაზმიას: ასაკი, ჰორმონალური ფონი, მედიკამენტები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ორსულობა და ა.შ.

ამ საიტზე ბევრი სტატია მიეძღვნა ანორგაზმია და ამჯერად მოკლედ შემაჯამებლად განვიხილოთ ეს თემა.

ანორგაზმია განიმარტება, როგორც რეგულარულ სექსუალურ სტიმაციაზე ორგაზმის ვერ განცდა, რომელიც დისკომფორტს უქმნის ქალს. თუ თქვენი სექსუალური აქტივობის კულმინაცია სიამოვნებას განიჭებთ და არ გიტოვებთ დანაკლისის შეგრძნებას, შეგიძლიათ იცხოვროთ მშვიდად. თუმცა თუ ორგაზმს ვერ განიცდით, ან ორგაზმის განცდა გაძნელებულია, აუცილებელია, დადგინდეს მიზეზი და განისაზღვროს შედეგის მისაღებად მოქმედების ტაქტიკა.

ანორგაზმიის სახეები:

  • პირველადი ანორგაზმია – ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი;
  • მეორადი, ანუ შეძენილი ანორგაზმია – ქალი ვერ განიცდის ორგაზმს ახლა, თუმცა გარკვეული დროის წინ შეეძლო;
  • სიტუაციური ანორგაზმია – ქალს შეუძლია ორგაზმის განცდა მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, მხოლოდ, ერთ პარტნიორთან, კონკრეტულ გარემოში, ან მხოლოდ მასტურბაციის დროს;
  • ზოგადი ანორგაზმია – ქალი ვერ განიცდის ორგაზმს ვერც სექსის და ვერც მასტურბაციის დროს.

 

ანორგაზმიის მიზეზები

  • ორგანული პრობლემები – სისტემური დაავადებები, ნევროლოგიური პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ;
  • გინეკოლოგიური მდგომარეობები – ანორგაზმია შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა გინეკოლოგირუი ჩარევის შემდეგ (ჰისტერექტომია, კონიზაცია, ოოფორექტომია, სალპინგექტომია და ა.შ);
  • მშობიარობის ტრავმა, მენჯის ტრავმა;
  • მედიკამენტები – ანტიდეპრესანტები (ნერვული სისტემის დათრგუნვის გამო), ანტიჰისტამინურები (ძირითადად პირველი თაობის ანტიჰისტამინებმა, რომლებით ხასიათდებიან სედაციური და ანტიქოლინერგული მოქმედებით, რის გამოც თრგუნავენ ნერვულ სისტემას და იწვევენ საშოს სიმშრალეს), ანტიჰიპერტენზიულები (აქვეითებენ ლიბიდოს, ვაგინალურ ლუბრიკაციას და ხდებიან დისპარეუნიის მიზეზი), ნეიროლეპტიკები (იწვევენ დოფამინის რეცეპტორების ბლოკირებას, რაც ზრდის პროლაქტინის დონეს და აქვეითებს ლიბიდოს), კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (შეიცავენ გესტაგენებს, რომლებიც იწვევენ საშოს ლორწოვანის გათხელებას, ლუბრიკაციის შემცირებას და ტკივილს სექსისს დროს);
  • ასაკი – ასაკთან ერთად ესტროგენების დონე მცირდება, რაც იწვევს სუსტ პასუხს სექსუალურ სტიმულაციაზე (ესტროგენები ფიზიოლოგიური კონცენტრაციის აძლიერებენ საშოს სეკრეტირებას, საშოს ლორწოვანის უჯრედების ზრდასა და დიფერენცირებას);
  • ალკოჰოლი და ნარკოტიკები;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორები – შფოთვა და დეპრესია;
  • კულტურული და რელიგიური ხედვები;
  • ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შიში;
  • დაბნეულობა;
  • დანაშაულის გრძნობა სექსუალური აქტის გამო;
  • ინფექციები – ანთებითი პროცესები შეიძლება გახდეს სექსის დროს ტკივილის, ლიბიდოს დაქვეითებისა და გენიტალგიის მიზეზი;
  • ურთიერთობის პრობლემები – ინტიმურობისა და სიახლოვის არარსებობა წყვილში.

 

ანორგაზმიის დიაგნოსტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალურად შეკრებილ ანამნეზს და უკვე შემდეგ: გინეკოლოგიური გასინჯვა, ჰორმონალური ფონი, გლუკოზა, ინსულინი, ექოსკოპია და ა.შ. საჭიროების მიხედვით.

პრობლემის გადაჭრა:

  1. პროფესიონალთან ვიზიტი;
  2. ორგანული პათოლოგიის გამორიცხვა/დიაგნოსტიკა-მკურნალობა;
  3. საკუთარი სხეულის შესწავლა – ანატომიის, ფიზიოლოგიის ცოდნა –  ეს არის სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებისთვის აუცილებელი;
  4. სექსუალური სტიმულაციის გაძლიერება –  ბევრ ქალში ანორგაზმიის მიზეზის არის არასრულფასოვანი სტიმულაცია;
  5. წყვილების კონსულტაცია  – წყვილში კომუნიკაცია, ექსპერიმეტები/სიახლეები სექსის დროს, ლუბრიკანტების გამოყენება, აუცილებელის სრულფასოვანი პრელუდია.

მე პირადად, ცალკე გამოვყოფდი MonaLisa Touch , როგორც საშოს კუნთების მშობიარობის შემდგომი მოდუნების, საშოს წინა კედლის დაშვების, ლორწოვანის ატროფიების, მენოპაუზის შემდგომი ატროფიული ვაგინიტების მკურნალობის იდეალურ და უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომ საშუალებას: მადონა ჯუღელი და მისი გუნდი.