საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია

Untitled.png

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზია (CIN — Cervical Intraepithelial neoplasia) – საშვილოსნოს ყელზე არატიპიური უჯრედების არსებობაა. დაავადებას არ ახასიათებს სიმპტომატიკა, თუმცა წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რადგანაც პროგრესირების შემთხვევაში მოსალოდნელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბება. თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში სიკვდილიანოს მხრივ მეორე დაავადებაა (Nicol AF et al 2005; Marshall K 2003; Rock CL et al 2000).

1941 წელს პაპ-ტესტის  (პაპა ნიკოლაუს ტესტი) გამოგონების შემდეგ საშილოსნოს ყელით სიკვდილობის მაჩვენებელი ერთბაშად მნიშნელოვნად შემცირდა და მერე შემდგომ დადგა პლატოს ფაზა –  ამ ტესტის ეფექტურობა გარკვეულ პროცენტულობაზე ამოიწურა და დღესდღეობით მარტო პაპ ტესტზე დაყრდნობით რთულია რაიმეს პროგნოზირება. ამ საკითხს მოგვიანებით დეტალურად დავუბრუნდებით.

American Cancer Society’s 2002 screening guidelines რეკომენდაციით:

  • 21 წლიდან ყველა ქალი, ან ქალი, რომელმაც სექსუალური ცხოვრება დაიწყო უკვე 3 წელია უნდა იტარებდეს სკრინინგულად კვლევას საშვილოსნოს ყელის კიბოზე;
  • კვლევა უნდა ტარდებოდეს წელიწადში ერთჯერ ან ორ წელიწადში ერთჯერ, თუმცა ექიმის გადაწყვეტილებით რაიმე პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ვიზიტის სიხშირე შეიძლება იყოს 3-6 თვეში ერჯერ;
  • ჰისტერექომიის შემდეგ წყდება გამოკვლევები ამ კუთხით;
  • 70 წელს ზევით ქალებში გამოკვლევებში 3-ჯერ ზედიზედ ჯანმრთელი სურათის შემთხვევაში წყდება კვლევევები ამ კუთხით.

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიის განვითარების მიზეზები:

  • HPV (ადამიანის პაპილომავირუსი 15 (მაღალი რისკი და ხანგძლივი პერსისტენცია), 16, 18, 31 ან 33 ტიპებით ინფიცირება;
  • ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება, რაც მოქმედებს ჰორმონალურ ფონზე;
  • ონკოლოგიის ოჯახური შემთხვევები;
  • მავნე ჩვევები;
  • ადრე დაწყებული სექსუალური ცხოვრება;
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • ბევრი ორსულობა და ორსულობის შეწყვეტა, რაც ტრავმას აყენებს საშვილოსნოს ყელს;
  • პარტნიორების ხშირი შეცვლა;
  • ჰიგიენის დაუცველობა.

ეტიოლოგიური ფაქტორი საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს არის პაპილომავირუსით ინფიცირება და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სხვა მიზეზი არის გამშვები მექანიზმი.

CIN — Cervical Intraepithelial neoplasia – საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიის კლასიფიკაციაში გამოიყოფა: CIN 1, CIN 2 და CIN 3. CIN 1 ითვლება დაბალი ხარისხის დისპლაზიად, CIN 2 და CIN 3 – მაღალი ხარისხის დისპლაზიად, პრეკანცერად.

იქიდან გამომდინარე, რომ საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიას არა აქვს კლინიკური ნიშნები და ქალების დიდი ნაწილი საქართველოში მხოლოდ რაიმე შემაწუხებელი სიმტომების დროს დადის გინეკოლოგთან, მისი დიაგნოსტირება ხშირად ხდება შემთხვევით.

ჩვენს რეალობაში არსებული სიტუაცია არ არის მიმართული ქალების ჯანმრთელობისკენ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქალს, რომ საკუთარი თავს წელიწადში ერთხელ აჩუქონ გინეკოლოგთან ვიზიტი.

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზია არ არის ადვილი სადიაგნოსტიკო იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ მხოლოდ უარყოფითი პაპ-ტესტი არ ნიშნავს მის არ არსებობას!!!

იმისათვის, რომ საშვილოსნოს ყელის უჯრედული შემადგნელობა შეფასდეს ჯანრთელად აუცილებელია:

  • ექსპერტ-კოლპოსკოპია;
  • პაპ-ტესტი;
  • საჭიროების შემთხვევაში HPV დნმ-ტესტი.

GeoSexMD.com ცნობილია თავის მიუკერძოებლობით და მე, LikaMD, ვამაყობ ჩემს საიტზე გაწეული თითოელი რეკომენდაციით. ყველა ქალს, რომელსაც აქვს პრობლემა საშვილოსნოს ყელზე, სჭირდება ექსპერტ-კოლპოსკოპია და გამოცდილი თვალი, ანუ მათ სჭირდებათ მადონა ჯუღელი.

საშვილოსნოს ყელის არხი წარმოდგენილია ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით, რომელიც მდიდარია მილისებრი ჯირკვლებით. ცერვიკალურ არხში არის საზღვარი, სადაც ბრტყელი ეპითელიუმი გადადის ცილინდრულში. საშვილოსნოს ყელის საშოსეული ნაწილი წარმოდგენილია მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებელი ეპითელიუმით. აღსაწერად ადვილია, მაგრამ ცვლილებების დიაგნოსტირებისთვის დიდი გამოცდილებაა საჭირო.

*კოლპოსკოპიური სურათის შეფასებისა და ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:

  • რეაქცია ძმარმავაზე;
  • ზედაპირის კონტური;დზიანების კიდეები, საზღვრები;
  • პუნქტაცია, მოზაიკა და კაპილართშორისი მანძილი;
  • სისხლძარღვოვანი სურათი;
  • ატიპიური სი8სხლძარღვები;
  • ჯირკვლების ღია სადინრების ნიშნები;
  • რეაქცია იოდზე;
  • კერატოზი.

კოლპოსკოპისტის მთავარი მიზანია, “უმნიშვნელო” (რომელიც არ საჭიროებს ბიოფსიას) და “მნიშვნელოვანი” (რომელიც საჭიროებს ბიოფსიას) დაზიანებების დიფერენცირება.

*გამოყენებულია მასალა 2014 წელს გამოცემული “საშვილოსნოს ყელის, საშოს და ვულვის დაავადებათა კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკისა და მათვის საფუძვლები” მადონა ჯუღელის წიგნიდან.