მედიკამენტების გავლენა სქესობრივ ფუნქციაზე

abi

სამკურნალო საშუალება უამრავია, მათ შორის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, ჰორმონი, არასტეროიდი, ანტიბიოტიკი, ანტიჰეპერტენზიული და ა. შ. და  ყველა მათგანის გამოყენებას ახლავს გარკვეული გვერდითი ეფექტი.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ მამაკაცის სასქესო ფუნქციას:

  • ანტიბაქტერიული საშუალებები: სულფანილამიდები და ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიცაა გენტამიცინი, ოქსიტეტრაციკლინი, კოლომიცინი, პენიცილინის კალიუმის მარილი, ტრიმეტაპრილი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი. ისინი ნეგატიურად მოქმედებენ სპერმატოგენულ ეპითელიუმზე (სპერმატოგენეზი ითრგუნება, ირღვევა სპერმატოგონიების და 1-ლი რიგის სპერმატოციტების მეიოზი), აბლოკირებენ α-რეცეპტორებს და იწვევენ თესლგამომტანი სადინრების, ამპულისა და სათესლე ბუშტუკების შეკუმშვას. ეს ხდება ობსტრუქციული აპერმიის მიზეზი;
  • ანტიდეპრესანტები: ტრიციკლურები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი) ხასიათდებიან ანტიადრენერგული და ანტიქოლინერგული მოქმედებით, შეუძლიათ პრიაპიზმის გამოწვევა. ხოლო მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაო ინჰიბიტორები, მაგ, ფენელზინი) – ანორგაზმიას და სექსუალური ქცევის დათრგუნვას იწვევენ. ანტიდეპრესანტების ძირითადი დარტყმის ცენტრი არის მომოამინოერგული ნეირონები – რომლებიც თავის ხმრივ პასუხს აგებენ სექსუალური ფუნქციების ცენტრალურ რეგულაციაზე;
  • ფსიქოტროპულები: ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები, ფსიქოსტიმულატორები ერთვებიან სექსუალური ფუნქციის დარღვევაში ენდოკრინული დისფუნქციის გზით – მოქმედებენ ჰიპოთალამუსის დოფამინერგულ ელემენტებზე და ქვეითდება ლიბიდო, ირღვევა ერექცია-ეაკულაცია;
  • ჰიპოტენზიური საშუალებები: თიაზიდური შარდმდენები, მეთილდოფა, კლონიდინი, β-ადრენობლოკატორები იწვევენ პერიფერიული ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადას და თესლგამომტანი სადინრის პოსტსინაფსური α-ადრენორეცეპტორების დათრგუნვას, რაც თავის მხრივ იწვევს სეკრეციის შემცირებას და ჰიპერპროლაქტინემიას. ანტიანდროგენული მოქმედების პრეპარატები უარყოფითად მოქმედებენ სექსუალურ ფუნქციაზე, რადგანაც იწვევენ ტესტოსტერონის მოქმედების ბლოკირებას, რაც ხდება ერექტიული დისფუნქციის მიზეზი;
  • ჰორმონალური პრეპარატები: ინსულინი და ანაბოლური სტრეოიდები ხდებიან სექსუალური დისფუნქციის მიზეზი და აქვეითებენ ფერტილობას.

პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ მამაკაცის სასქესო ფუნქციას:

  • ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორები: სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი – აძლიერებენ NO სინთეზს, რაც თავის მხრივ იწვევს კავერნოზული სხეულების გლუვკუნთოვანი მუსკულატურის მოდუნებას.

სისტემური პრეპარატები:

  • იოჰიმბინი – მცენარეული წარნოშბია ალკალოიდია, რომელიც ააქტივებს ცენტრალური ნერვული სისტემის ადრენერგულ ნეირონებს და აძლიერებს ნორადრენალინიც ცენტრალურ ცვლას. იგი აბლოკირებს α2-ადრენორეცეპტორებს, რაც იწვევს პერიფერიული არტერიების გაფართოებას, აძლიერებს კავერნოზული სხეულებისკენ სისხლის მიდინებას.

ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია:

  • ტესტოსტერონი;
  • მეთილტესტოსტერონი;
  • მესტეროლონი;
  • ანდროილი.

პრეპარატები ინტრაკავერნოზული ინექციებისა და გარეგანი გამოყენებისათვის:

  • Muse სუპოზიტორია (მოქმ. ნივთ. ალპროსტადილი) – გარეგანი გამოყენების კრემი (მაგ, ბეტაფარი);
  • ალპროსტადილი (ვაზაპროსტანი, კავერჯექტი და ა.შ.).

კომბინირებული მოქმედების სისტემური პრეპარატები:

  • ვერონა;
  • ტენტექს ფორტე.

ადგილობივი გამოყენების პრეპარტები:

  • ქიმკოლინი.

სექსუალური ფუნქციის ფსიქოლოგიური დაქვეითების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები:

  • ტრაზოდონი.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ ქალის სასქესო ფუნქციას:

  • ჰორმონალური კონტრაქცეპტივები: უპირატესად გესტაგენშემცველი (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებიც);
  • ანტიჰიპერტენზიულები: ზოგიერთი ბეტა-ბლოკერი აქვეითებს ლიბიდოს, ამცირებს ვაგინალურ ლუბრიკაციას და იწვევს დისპარეუნიას (ქალი ცუდად “სველდება” სექსის დროს და სექსი არის უსიამოვნო/მტკივნეული);
  • სპაზმოლიტიკები;
  • ანტიქოლინერგული საშუალებები (ტროპინი, პლატიფილინი);
  • ანტიჰისტამუნური საშუალებები: ძირითადად პირველი თაობის H1-ჰისტამინობლოკატორები (დიფენჰიდრამინი, პროტეზამინი და ა.შ), რომლებსაც აქვთ სედაციური და ანტიქოლინერგული ეფექტი. იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვასა და საშოს სიმშრალეს);
  • ნეიროლეპტიკები: ფენოთიაზინის, თიოქსანტენის ჯგუფის პრეპარატები, აგრეთვე ზოგიერთი ატიპიური ნეიროლეპტიკი: რისპერიდონი, ამისულპრიდი – აბლოკირებენ დოფამინურ რეცეპტორებს, რაც ზრდის პროლაქტინის დონეს, შედეგად კი იწვევს სექსუალური ფუნქციის დარღვევას და ლიბიდოს დაქვეითებას;
  • მელატონინი: აქვეითებს ლიბიდოს.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ ქალის სასქესო ფუნქციას:

  • ესტროგენები: აძლიერებენ ლიბიდოს (მაგ. ლინესტლროლი).

პრეპარატები, რომლებიც როგორც აძლიერებენ, ასევე აქვეითებენ ადამიანის სასქესო ფუნქციას:

ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მოქმედების ეფექტი არის მკვეთრად ინდივიდუალური და პაციენტების ნაწილში თუ იძლევა სექსუალური ფუნქციის გაძლიერებას, ნაწილში აქვეითებს მას.

  • დანაზოლი, დოქსეპინი, დროსპირენონი, მაპროტილინი.