საკვერცხე
მცირე მენჯის ღრუში მდებარე წყვილი ორგანოა. ასრულებენ მაგენერირებელ ფუნქციას, ანუ წარმოადგენენ ადგილს, სადაც ვითარდებიან და მწიფდებიან ქალის სასქესო უჯრედები. გარდა ამისა წარმოადგენენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და გამოიმუშავებენ სასქესო ჰორმონებს (ენდოკრინული ფუნქცია).